LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკაკი დევაძის მხარდასაჭერად საქველმოქმედო მატჩი გაიმართა (ფოტო-ვიდეო)

152

საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარის აკაკი დევაძის მხარდასაჭერად თბილისის ახალ სპორტის სასახლეში, საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ქართული ფეხბურთის ახლო წარსულის ვარსკვლავებმა მიიღეს.

აკაკი დევაძეს ღვიძლზე გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება და მკურნალობა
სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული.
საქართველოს ბანკში გახსნილია სპეციალური ანგარიში. თანხის ჩარიცხვა ყველა მსურველს შეუძლია:

საქართველოს ბანკის კოდი: BAGAGE 22
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE52BG0000000692294500

 

აკაკი დევაძის სამკურნალოდ დახმარება გაიღეს ძიუდოს, კალათბურთის, ხელბურთის ფედერაციებმა, ასევე სპორტის სამინისტრომ და ფეხბურთის ფედერაციამ, ვეტერანმა ფეხბურთელებმა.

საქველმოქმედო შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ექს-ფეხბურთელების გუნდი სპორტული ჟურნალისტების ნაკრებს შეხვდა. თამაშში ასევე მონაწილეობდნენ მსახიობები, მომღერლები, სხვადასხვა სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელები და მოქმედი სპორტსმენებიც.

ვეტერან ფეხბურთელთა გუნდში თამაშობდნენ: ოთარ გაბელია, ირაკლი ზოიძე, ლევან კობიაშვილი, მამუკა მაჭავარიანი, ოთარ ხიზანეიშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გოგა გახოკიძე, გიორგი ნემსაძე, მიხეილ ყაველაშვილი, ასევე სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

ჟურნალისტთა მხარეს გამოვიდნენ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, წლის საუკეთესო სპორტსმენი, მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილი, მსახიობი ბესო ვერულაშვილი.

მატჩს ესწრებოდნენ ალექსანდრე ჩივაძე, გიორგი ქინქლაძე, აჩიკო არველაძე, დათო გვარამაძე, გიორგი ღუდუშაური, დათო მუჯირი და სხვები.

აკაკი დევაძე დღემდე ერთადერთი მეკარეა, რომელმაც საქართველოს წლის (1995 წ) საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მოიპოვა.

დევაძემ ეროვნულ გუნდში ოცჯერ ითამაშა. პირველად 1992 წლის 2 სექტემბერს, ლიტვის წინააღმდეგ, უკანასკნელად კი 2005 წლის 30 მარტს, თურქეთთან.
12 აპრილს აკაკი დევაძის მხარდასაჭერად ცნობილი ქართველი მომღერლების მონაწილეობით საქველმოქმედო კონცერტია დაგეგმილი.

 

IMG_2214

IMG_2184

IMG_2192

IMG_2195

IMG_2203

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები