LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკაკი მინაშვილი: ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არ დაიშლება”

56

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არ დაიშლება და გააგრძელებს ივანიშვილის ჩამოშლის პროცესს. ამის შესახებ აკაკი მინაშვილი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე წერს.
” ნაციონალური მოძრაობა ისევ უნდა იქცეს ყველასთვის ღია სახალხო პარტიად. მეორე, ჩვენი მკაფიო პოზიციაა, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევა მიხეილ სააკაშვილის დისტანცირების არასწორი და წამგებიანი ნაბიჯია. მისი პოლიტიკური უნარების და წარსული საქმიანობიდან გამომდინარე მის ირგვლივ არის გაერთიანებული ჩვენი მხარდამჭერების უდიდესი ნაწილი და ამავე დროს სწორედ მასთან არის დაკავშირებული ივანიშვილზე გამარჯვების რწმენა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკურ ბრძოლაში. ამავე დროს ადამიანებმა, ვისაც “ბელადომანების” კლიშეს დამკვიდრების მცდელობა აქვთ, ყველაზე კარგად იციან, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არ არის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიმღები პოლიტიკური ფიგურა და პირიქით ახალისებს განსხვავებულ, კრიტიკულ პოზიციებს”, – წერს მინაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები