LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკაკი ზოიძე – ბიუროს წევრებისა და პრემიერის შეხვედრაზე მინისტრობის კანდიდატებზე საუბარი არ ყოფილა

41

პარლამენტის ბიუროს უმრავლესობის წევრების და პრემიერის დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა, თუ რომელ სამინისტროს რომელი პირი უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა შეეხებოდა იმას, რომ ქვეყანაში შემცირდეს სიღარიბე. ზოიძეს ასევე არ დაუკონკრეტებია, საბოლოო ჯამში რამდენით შემცირდება სამინისტრიების რაოდენობა. დეპუტატის თქმით, სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

“სტრუქტურული ცვლილებების არსი არის ის, რომ უფრო ეფექტიანი, მოქნილი მთავრობა გვქონდეს, რომელიც უფრო დროულად და ეფექტიანად მეტ სარგებელს მიიტანს მოქალაქეებამდე. ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ. ამ კუთხით იყო შემოთავაზებულ წინადადებები, ასევე კონკრეტულად, რომელი სამინისტროები უნდა გაერთიანდეს, რა ფუნქციები უნდა გაერიანდეს სხვადასხვა სამინისტროდან, ასევე, გარდა იმ ექვსი სამინისტროსი, რომელზეც ვიმსჯელეთ და რომლის შესახებაც მედიაში ჟღერდება, იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევამციროთ კორუფციის რისკები.

ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომ სრულად მოხდეს ათვისება ჩვენი ქვეყნის იმ უზარმაზარი თანხების, რომელიც შემდგომი სამი წლის განმავლობაში უნდა ჩაიდოს ინფრასტრუქტურაში. ინფრასტრუქტურაში ჩადებული თითოეული დოლარიდან ჩვენ ვიღებთ დაახლოებით 60 ცენტის ეკონომიკას, რომელიც უნდა გადანაწილდეს თითოეულ მოქალაქეზე და ამ ქვეყანაში შევამციროთ უთანასწორობა და სიღარიბე. ეს იყო მსჯელობის ძირითადი საგანი”, – განაცხადა ზოიძემ.

მისი თქმით, ხვალ გაგრძელდება მსჯელობა. ზოიძის განცხადებით, საუბარი არ ყოფილა მინისტრობის კანდიდატებზე, არამედ იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდება სტრუქტურები. „ვიხილავთ მხოლოდ ერთი კუთხით, რომ მოქალაქეებს გავუადვილოთ იმ სარგებლისა და მომსახურების მიღება, რომელსაც სახელმწიფო უნდა აწვდიდეს. ასევე, მაქსიმალურად უნარიანი, ქმედითი და ეფექტიანი იყოს მთავრობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაჩქარდეს მაქსიმალურად. ყველა ფორმატში იქნება შეხვედრები. პრემიერი პირველ ყოვლისა შეხვდა მინისტრებს, თავის კოლეგებს ესაუბრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები