LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკაკი ზოიძე: კატეგორიულად ვგმობ ფეისბუკ-კამპანიას ნინო წილოსანის წინააღმდეგ

74

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, მიუღებელია დეპუტატ ნინო წილოსანის წინააღმდეგ განხორციელებული ფეისბუკ-კამპანია.

“მოვუწოდებ ყველას, როდესაც ვსაუბრობთ ლიბერალურ ნარკოპოლიტიკაზე, ტოლერანტობაზე, ერთმანეთის აზრის გათვალისწინებაზე, დემოკრატიაზე, რაც არ უნდა არ ეთანხმებოდე ადამიანის მოსაზრებებს, არ შეიძლება მის მიმართ ასეთი დამოკიდებულების გამოჩენა.”

კითხვაზე, ეთანხმება თუ არა იგი წილოსანის განცხადების შინაარსს, კერძოდ, კითხვას იმის შესახებ, რატომ არ მიუსაჯეს “ბახალას” 8 წელზე მეტი, ზოიძე გვპასუხობს, რომ ამასთან დაკავშირებით მას პოზიცია უკვე გაცხადებული აქვს:

“ჩემთვის არის მიუღებელი კანონმდებლობა, რომელიც გასაგებია, 50 აბი ახალი კანონმდებლობითაც იქნება ძალიან დიდი ოდენობა, იქ სხვა რამეზეა საუბარი, რამდენად მტკიცებულებების სიმყარე და ერთობლიობა არის იმის საფუძველი დავადგინოთ, ადამიანი ფლობდა თუ არა ასეთი ოდენობით ამ საშუალებას. მაგრამ, მოდით, ამას გეტყვით, რომ როდესაც არა 50 აბი, არამედ მეოთხედი აბი სუბოტექსის ჯიბეში აღმოჩენით იგივე 8 წელი არის მინიმალური სასჯელი, ეს კანონმდებლობაა ჩემთვის არაადამიანური, ამაზე მქონდა მე კომენტარი და არა კონკრეტულ შემთხვევაზე,”- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ნინო წილოსანმა 24 იანვარს ფეისბუკზე დაწერა სტატუსი, სადაც დაინტერესდა, რატომ არ მიუსაჯეს “ბახალას” 8 წელზე მეტი. ამ სტატუსს საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები