LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ახალ მზიურში” განახლებული ამფითეატრი და სოციალური კაფე მაისში გაიხსნება

1055

”ახალ მზიურში” განახლებული ამფითეატრი და სოციალური კაფე მაისის დასაწყისში გაიხსნება.

როგორც „ფორტუნას“ „ახალი მზიურის“ პროექტის ავტორებმა განუცხადეს, პარკის ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის, ტყე-პარკის, საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსისა და საფეხმავლო ბილიკების მოსაწყობად სამუშაოები უკვე დაიწყო.

მათი ინფორმაციით, პროექტის ”ახალი მზიური” განხორციელებისთვის მოქალაქებისგან და კომპანიებისგან 112 ათასი ლარი უკვე შეგროვდა, რაც ამფითეატრის და კაფეს შენობის აღდგენა-რეაბილიტაციას, ამფითეატრის გახმოვანებისთვის საჭირო ტექნიკურ აღჭურვას და კაფესთვის საჭირო თანამედროვე სტანდარტების ინვენტარის შეძენას მოხმარდა. თუმცა, პროექტის სისრულეში მოყვანისთვის, ჯერ კიდევ საჭიროა 38 ათასი ლარი, რომელიც კაფეს შიდა და გარე ინვენტარს და განათებას მოხმარდება.

მათივე თქმით, პარკის ტერიტორიაზე უფასო ინტერნეტი იქნება ხელმისაწვდომი, რისთვისაც კომპანია ”სილქნეტმა” დაკაბელების სამუშაოები უკვე დაიწყო.

”კომპანია ცოტა ხნის წინ გახდა ჩვენი პროექტის მეგობარი და მზიურის ტერიტორიაზე დაკაბელების სამუშაოები დაიწყო. კომპანიის გადაწყვეტილებით, “სილქნეტი” ერთი წლის მანძილზე, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით სრულიად უსასყიდლოდ მოემსახურება „ახალი მზიურის“ სოციალური კაფეს”, – განაცხადს ”ახალ მზიურიში”.

 

“მზიურის” ტერიტორიაზე  აგრეთვე დაგეგმილია გასართობი და სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები