LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალ სკამს მოგცემთ: IKEA იტალიის ნაკრების მწვრთნელს დასცინის

118

ავეჯისა და სახლის საქონლის გაყიდვების ცნობილი ბრენდი IKEA იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ჯანპიერო ვენტურას დასცინის. ბუნებრივია, საუბარია იმაზე, რომ შვედებმა იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე არ გაუშვეს.

IKEA: „ვენტურა გვაპატიებს იმისთვის, რომ სკამი დაკარგა. ჩვენ მას ახალს მივცემთ“.

ეს შეტყობინება კომპანიამ ტვიტერზე დადო.

ტვიტს კი ბაღისთვის განკუთვნილი სკამის ფოტო მიადეს, რომლის ღირებულება 89,99 ევროა.

69 წლის მწვრთნელს იტალიიის ნაკრებიდან ალბათ გაუშვებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები