LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალ ზელანდიაში წყალმა ასობით დელფინი გამორიყა

91

ახალ ზელანდიაში წყალმა ასობით დელფინი გამორიყა. Radio New Zealand-ის ინფორმაციით, შემთხვევა ქვეყნის სამხრეთში მდებარე კუნძულზე, ე.წ. ოქროს სანაპიროზე მოხდა.

როგორც ადგილზე მისულმა მოხალისეებმა დათვალეს, ნაპირზე 400-მდე დელფინი გამოირიყა და სამწუხაროდ, 300 მათგანი უკვე მკვდარი იყო. დაცვის სამსახურის თანამშრომლები ცოცხალი ძუძუმწოვრების გადარჩენას ყველანაირად ცდილობდნენ და 50 დელფინი უკან წყალში დააბრუნეს.

მიუხედავად მათი მცდელობისა, დელფინები სანაპიროზე გამორიყვას კვლავ განაგრძობენ.

აღსანიშნავია, რომ შემთხვევიდან რამდენიმე წუთში ადგილზე სამუშაოდ 500 მოხალისე გავიდა და მათ ხალხი კიდევ ემატება. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მსგავსი მასშტაბის მოვლენა ქვეყნის ისტორიაში რეკორდულია და გამომწვევ მიზეზებზე საუბარიც, ჯერ-ჯერობით, ძალიან ადრეა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები