LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალარჩეული მერი საქმიანობას 13 ნოემბრიდან შეუდგება

56

მიმდინარე წლის 13 ნოემბრიდან ახალარჩეული მერი საქმიანობას ახალ გუნდთან ერთად შეუდგება – ამის შესახებ განცხადება დედაქალაქის მერიამ გაავრცელა.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მერის უფლებამოსილების ცნობა დღეს, 12 ნოემბერს მოხდება. დღესვე შეუწყდება უფლებამოსილება მოქმედ მერს დავით ნარმანიას, ასევე, მერის მოადგილეებს, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და რაიონის გამგებლებს.

“საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველის წყდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ თბილისის მერის 2017 წლის 21  ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიმდინარე წლის 1 ნოემბერს გამოქვეყნდა, შესაბამისად საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით ახლადარჩეული მერის უფლებამოსილების ცნობა მოხდება 12 ნოემბერს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, ავტომატურად მოქმედი მერის, მერის მოადგილეების, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და რაიონების გამგებლების უფლებამოსილებების შეწყვეტასგულისხმობს”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები