LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალციხეში ბეტონის მწარმოებელი ქარხანა გაიხსნება

297

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში, კიდევ ერთი კომპანია, შპს „თენგო 2000“ შეძლებს გაფართოებას.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში, ბეტონის მწარმოებელი კომპანია  წლიურად 17,000 ტონა ცემენტის წარმოებასა  და უახლესი ტექნოლოგიის დანადგარების შეძენას გეგმავს, რაც მას საშუალებას მისცემს ბაზარს მაღალხარისხიანი პროდუქცია მიაწოდოს.

შპს „თენგო 2000“, რომელიც 2018 წლის ივნისის თვეში დაიწყებს ცემენტის წარმოებას, საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს. საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე კომპანია 15 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.

აღნიშნული საწარმო ქალაქ ახალციხეში განთავსდება და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 660 000  ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები