LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალციხეში დაკავებულ ოთხ ახალგაზრდას 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს

75

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით წაყენებული ბრალდებით, ახალციხეში დაკავებულ 4 ახალგაზრდას 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. დაკავებულები წინასწარი მოთავსების იზოლატორში უკვე გადაიყვანეს. პარალელურად, მიდის ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ხულიგნობას გულისხმობს.ადვოკატები ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას და გიგი კაპანაძის საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ.დაკავებულების მხარდამჭერები ამ წუთებში მიემართებიან იმ თურქულ ბართან, სადაც გუშინ ღამით ინციდენტი მოხდა. ისინი იქ საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავენ.ერთ-ერთი დაკავებულის, გიგი კაპანაძის მამა შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის სამმართველოს უფროსის, ავთანდილ გალდავას თანამდებობიდან გათავისუფლებას და გამოძიების დაწყებას ითხოვს.ის მას შვილის ცემაში ადანაშაულებს.ახალგაზრდები გუშინ თურქულ ბარში მომხდარი ჩხუბის გამო დააკავეს, რა დროსაც თავის არეში დაზიანება მიიღო თურქეთის მოაქალაქემ.შსს-ს განცხადებით, ისინი არც პოლიიელების კანონიერ მოთხოვნას დაემორჩილნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები