LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალციხეში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კოოპერატივებს ტექნიკით ეხმარებიან

45

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ახალციხის  მუნიციპლიტეტის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობას გააცნო.

შეხვედრას ესწრებოდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი მიქელაძე.

ახალი პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად  ახორციელებს, რაციონალურად და სწორად მოხდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების გამოყენება.

ამ მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლების წევრთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 11 მეპაიეს და  მფლობელობაში გააჩნიათა არანაკლებ 200 სული ფური ან/და დეკეული. იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და  შესაბამისი აღჭურვილობა – ტრაქტორები, სათიბები, ასევე  სხვა საჭირო ინვენტარი.

სახელმწიფო პროგრამის გეოგრაფიული არეალი მაღალმთიანი სტატუსის მქონე 29 მუნიციპალიტეტს მოიცავს. ერთ მუნიციპალიტეტში დაკმაყოფილდება ერთი განაცხადი.

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენება“ კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის  გაუმჯობესებას და მათთვის კეთილდღეობის შექმნას შეუწყობს ხელს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები