LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალციხის ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში დილიდან ვერტმფრენი ჩაერთო

47

ახალციხის ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში დილიდან ვერტმფრენი ჩაერთო. ადგილზე გაემგზავრა შსს-ს მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი.

შსს-ში ახალციხის რაიონის სოფელ სვირში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით აღნიშნავენ, რომ შსს-ს მეხანძრე-მაშველები და სასაზღვრო პოლიციის მფრინავები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ ხანძრის უმოკლეს დროში ლოკალიზებისთვის. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის ფართო მასშტაბებზე გავრცელება არ დაფიქსირებულა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ – 112-დან შევიდა შეტყობინება, რომ ახალციხეში, სოფელ სვირის მიმდებარედ, მთის ფერდობზე, წიწვოვანი ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში ადგილზე უკვე იმყოფებოდა ათეულობით მეხანძრე-მაშველი.

“შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვეტმფრენი ჩაერთო.

“ხანძრის უმოკლეს დროში ლოკალიზებისთვის შსს-ს მეხანძრე-მაშველები და სასაზღვრო პოლიციის მფრინავები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ. ამ დროისთვის ხანძრის ფართო მასშტაბებზე გავრცელება არ დაფიქსირებულა“, – აღნიშნავენ შსს-ში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები