LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალციხის საწვრთნელ ბაზაზე გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახი ალტერნატიულ ექსპერტიზას ითხოვს

65

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაგომში ახალციხის საწვრთნელ ბაზაზე გარდაცვლილი, 31 წლის მირზა ჩაჩუას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთით, გზაც გადაკეტეს.

ოჯახი საქმის დროულ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.

ისინი არ ეთანხმებიან ექსპერტიზის შედეგს, რომელმაც გარდაცვლილ ჯარისკაცს, მძიმე ხარისხის ალკოჰოლური თრობა დაუდგინა. ოჯახი აცხადებს, რომ ჩაჩუა არასდროს სხვამდა, ამის გამო ისინი ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ.

თუ ოჯახის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, სოფელი საპროტესტო აქციებით და არჩევნების ბოიკოტით იმუქრება.

ახალციხის მუნიციპალიტეტში ჯარისკაცი ივლისში გარდაიცვალა. კაპრალი მირზა ჩაჩუა ორფოლოს პოლიგონის ტერიტორიაზე შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები