LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალდაქორწინებულმა ბრიტანელმა წყვილმა „ირმას“ გამო ყველაფერი დაკარგა

135

ახალდაქორწინებულმა ბრიტანელმა წყვილმა „ირმას“ გამო ყველაფერი დაკარგა. მაიკლმა და ჯეიდ სკოტებმა საოცნებო ქორწილი გადაიხადეს და სამოგზაუროდ წასვლასაც გეგმავდნენ, როდესაც შტატებს დამანგრეველი ქარიშხალი დაატყდა.

წყვილი წარმოშობით დიდი ბრიტანეთიდანაა და ახალი ცხოვრების დასაწყებად ისინი ამერიკაში გადავიდნენ. საოცნებო სახლიც ააშენეს და სულ მალე იქ გადასვლას გეგმავდნენ, როდესაც რამდენიმე წამში ყველაფერი დაკარგეს. „ირმამ“ მათი ქონება მიწასთან გაასწორა, მაიკლი და ჯეიდი კი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ. მომხდარმა ახალდაქორწინებულები ისე შეაშინა, რომ ისინი უკან, ბრიტანეთში დაბრუნებაზე ფიქრობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები