LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგაზრდული ჰაბების შესაქმნელად ჩინეთი 7 მილიონს გვაძლევს

31

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდული ჰაბების შექმნის პროექტს დააფინანსებს. ამ მიზნით ჩინეთი ჩვენს ქვეყანას დაახლოებით 7 მილიონ დოლარს გამოუყოფს. აღნიშნულ ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს მთავრობებს შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რომელიც მიმდინარე წლის 8 მაისს გაფორმდა.

“ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა თანახმაა გამოუყოს საქართველოს უსასყიდლო დახმარება 50 მილიონი ჟენმინბი იუანის ოდენობით (7 მილიონი დოლარი) ჯანსაღი ცხოვრების წესის, მეწარმეობის, ინოვაციებისა და სხვა ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდული ჰაბების შექმნის პროექტის დასაფინანსებლად”,- ნათქვამია შეთანხმებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები