LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგორის ბაგა-ბაღებში ქართულენოვან ჯგუფებს აუქმებენ

134

ახალგორის ბაგა-ბაღებში ქართულენოვან ჯგუფებს აუქმებენ და მხოლოდ რუსული და ოსურენოვანი ჯგუფები იმუშავებენ. ახალგორის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლებაც იკრძალება.

აკრძალვები ძალაში ახალი სასწავლო წლიდან შედის.

სამხრეთ ოსეთის ე. წ. განათლების მინისტრის მოადგილე ელისო გაგლოევას განცხადებით, მოსწავლეები ყველა საგანს რუსულ ენაზე ისწავლიან.

“ეს დისკრიმინაციაა. არც პედაგოგებმა და არც მოსწავლეებმა რუსული არ იციან,” – აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი.

ქართული მხარე საკითხს ჟენევის მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე დააყენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები