LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგორში დაკავებული თამარ მეარაყიშვილი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს

92

ახალგორში დაკავებული ადგილობრივი აქტივისტი, თამარ მეარაყიშილი, დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა სამართალდამცველები მის საცხოვრებელ სახლს რამდენიმე საათის განმავლობაში ჩხრეკდნენ.

მეარაყიშვილის ნათესავების განცხადებით, ძალოვანები სახლში ექსტრემისტულ ლიტერატურას ეძებდნენ.

მეარაყიშვილი პროკურატურაში დღეს ისევ უნდა გამოცხადდეს და ჩვენების მიცემა უნდა განაგრძოს.

თამარ მეარაყიშვილი საოკუპაციო რეჟიმის პროკურატურის წარმომადგენლებმა გუშინ დააკავეს. დაკავებამდე მეარაყიშვილმა მედიისთვის სატელეფონო ინტერვიუს მიცემა მოასწრო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის მონიტორინგის მისია, გააქტიურებულია ე.წ. “ცხელი ხაზის” მექანიზმი და მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები