LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალგორში სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი დააკავეს

67

ახალგორში, სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი დააკავეს, – აღნიშნულ ინფორმაციას რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს.

დაკავების მომენტში მან შეძლო დაკავშირებოდა რადიო „თავისუფლების“ სამსახურის, “ეხო კავკაზას” კორესპონდენტს.

„როგორც ირკვევა, ის გააჩერა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პროკურატურის გამომძიებელმა, ალან ბიაზროვმა, რომელსაც არც გაჩერების მიზეზი უთქვამს და არც რაიმე საბუთი წარუდგენია. ბიაზროვმა მეარაყიშვილს უთხრა, რომ ორდერი და დაკავების მიზეზები მას წარედგინება რაიონული პროკურატურის ოფისში მიყვანის შემდეგ“, – ნათქვამია რადიო „თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოპულალურები