LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ავიაკომპანია ქართულ საავიაციო ბაზარზე – Salam Air შემოდის

48

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ავიაკომპანია შემოდის. საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, ომანის მხარესთან ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და აქტიური თანამშრომლობის შედეგად მიღწეულია შეთანხმება და 2018 წლის ივნისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენას იწყებს ომანის სასულთნოს ფლაგმანის, Oman Air-ის შვილობილი ავიაკომპანია Salam Air-ი. 

საელჩოს ინფორმაციითვე, ავიაკომპანია რეისებს კვირაში ოთხი სიხშირით მასკატი-თბილისი-მასკატის მიმართულებით შეასრულებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოში ომანელი ტურისტების რაოდენობას.

იგეგმება ასევე თბილისში კომპანიის წარმომადგენლობის გახსნა, გარკვეული ინვესტიციების განხორციელება და რამდენიმე ათეული ახალი სამუშაო ადგილის შექმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები