LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალი ერა იწყება აუტიზმის და ადამიანები აუტიზმით სამყაროში…“ – მედეა ზირაქიშვილი

2323

ბავშვთა ნევროლოგი და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის წამყვანი სპეციალისტი, მედეა ზირაქაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ უმსხვილესმა ფარმაცევტულმა კომპანია Roche-მ ამერიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს (FDA) მხრიდან ახალი პრეპარატის წარმოებაში დადებითი შეფასება მიიღო.

მედიკამენტი აუტისტური სპექტრის აშლილობების დროს სხვადასხვა უნარების გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული.

“გამიჭირდება იმ ემოციის გადმოცემა, რაც ამ ინფორმაციამ ჩემში გამოიწვია… ათეულობით აუტიზმის სპექტრის აშლილობით პაციენტის მშობელი მხვდება ხოლმე ტრენინგებიდან, კონფერენციებიდან დაბრუნებულს კლინიკის დერეფანში შეკითხვით – არაფერია ჩვენს თავს ახალი? ახალი არაფერი აღმოუჩენიათ ჩვენს პრობლემებთან დაკავშირებით? და მეც შორიდან ვიწყებ…. რომ “ეტიოლოგიის კვლევას ეთმობა ძალიან დიდი ყურადღება და მცირედი წინსვლა არსებობს”… ან “მეცნიერები ძალისხმევას არ იშურებენ”… ანდა,” თერაპიის კუთხით, მცირედი გაუმჯობესება აჩვენა” და ა.შ…  თუმცა, საბოლოო ჯამში, ძირეულად მნიშვნელოვნად ხელჩასაკიდი აქამდე არაფერი იყო… მანამ, სანამ დღეს ეს იმედის მომცემი ინფორმაცია არ ამოვიკითხე… BALOVAPTAN-ი – ახალი მედიკამენტი, რომელიც აუტიზმის სპექტრის აშლილობების დროს, სოციალურ-კომუნიკაციური უნარების გაუმჯობესების მხრივ, დიდ სიურპრიზებს გვპირდება. ყოველ შემთხვევაში, ფარმაცევტულმა კომპანიამ და FDA-იმ პირველი ნაბიჯები გადადგეს და კვლევა ამ მედიკამენტის ეფექტიანობასა და უსაფრთხოობაზე უკვე დაწყებულია. იმედი ვიქონიოთ, რომ ახალი ერა იწყება აუტიზმის და ადამიანები აუტიზმით სამყაროში…“ – წერს მედეა ზირაქიშვილი.

პრეპარატმა BALOVAPTAN უკვე მიიღო დადებითი შეფასება ამერიკის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს (FDA) მხრიდან. კვლევა ამ მედიკამენტის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებაზე უკვე დაწყებულია. ასევე მიდის მოლაპარაკებები მედიკამენტის ფართო გამოყენების თაობაზე. Balovaptan-ის კლინიკურმა გამოცდამ აუტისტუტი სპექტრის პაციენტებზე გასულ წელს გამაოგნებელი შედეგი გამოიღო, ადამიანებს რთული სოცალური ქცევის მხრივ საგრძნობი შედეგები ჰქონდათ.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ FDA-მ დადებითი შეფასება მისცა balovaptan-ის თერაპისს კურსს, რომელიც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პაციენტებისთვისაა შექმნილი. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ, რომ ეს მედიკამენტი, რაც შეიძლება, სწრაფად ხელმისწავდომი გახდეს,“ – განაცხადა Roche-ს წამყვანმა სპეციალისტმა, სანდრა ჰორნინგმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები