LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ფილიალი, სააღდგომო ტკბილი ყუთი და პასკები რეიხებისგან

702

კომპანია ”რეიხს ბეიკერი” მომხმარებელს სააღდგომოდ 5 სახეობის პასკას სთავაზობს. პასკის 4 სახეობა რეიხების ტრადიციული რეცეპტითაა დამზადებულია და ესენია: რეიხების პასკა ქიშმიშით, რეიხების პასკა უქიშმიშოდ, რეიხების პასკა ქიშმიშით და ცუკატებით, ასევე რეიხების პასკა ქიშმიშით, ცუკატებითა და შოკოლადის გლაზურით. რაც შეეხება პასკის მეხუთე და ახალ სახეობას, ეს არის: რეიხების პასკა ნუშით, თხილით, ნიგოზით, შოკოლადით, ფინიკით, კურაგათი და თხილის და ნუშის დრაჟეებით.

ამასთან, როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ისინი მომხმარებელს რეიხის სააღდგომო ტკბილ ყუთსაც სთავაზობენ. აღნიშნულ ყუთში კომპანიის მიერვე წარმოებული ტკბილეულია (ორცხობილები) განთავსებული. ”ჩვენი მომხმარებლისთვის გვაქვს კიდევ ერთი სიახლე – გავხსენით ახალი ფილიალი გლდანი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამიერიდან ამ უბნის მაცხოვრებლებიც შეძლებენ ჩვენი პროდუქციის მარტივად შეძენას”, – აცხადებენ ”რეიხს ბეიკერში”.

ცნობისთვია, კომპანია ”რეიხს ბეიკერი” უკვე 5 წელია, რაც ბაზარზეა წარმოდგენილი. ამ ეტაპზე ის მომხმარებელს 50-ზე მეტი სახეობის პურსა და ტკბილეულს სთავაზობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი პრიორიტეტი არის უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური პროდუქტი.

ცნობისთვის, თბილისში კომპანია 5 საფირმო მაღაზიითაა წარმოდგენილი:

  • ცენტრალური ფილიალი: ს. ჩიქოვანის 24ა (ხილიანი)
  •  დოლიძის 3
  •  ბახტრიონის 8
  •  ლორთქიფანიძე/ქიქოძის 6 (სოლოლაკი)
  • გლდანი მოლის მიმდებარე ტერიტორია (New)

ამასთან, ”რეიხს ბეიკერის” პროდუქციით მარაგდება სხვადასხვა მარკეტები და მსხვილი სავაჭრო ქსელები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები