LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი iPhone -ის მთავარი უპირატესობა – Face ID ტელეფონის “გატეხვისგან” ვერ დაგიცავთ

162

სპეციალისტები Apple- ის ინოვაციას ეჭვის თვალით უყურებენ და ამბობენ, რომ თითის ანაბეჭდით ტელეფონის გახსნა გაცილებით რთული და წარმოუდგენელია, ვიდრე სახის იდენტიფიცირებით. მათი ინფორმაციით, სახის ამოცნობის ტექნოლოგია ახალი არ არის და მისი „გატეხვა“ არც ისე რთულია. ისინი ამბობენ, რომ სახის ამომცნობი სისტემა შესაძლოა, მსურველმა ამობეჭდილი ფოტოს მეშვეობითაც კი მოახერხოს. გარდა ამისა, Face ID თითის ანაბეჭდისგან განსხვავებით, გაცილებით უფრო ღია მონაცემია, რომელიც არაერთ ბაზაშია განთავსებული.

ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის მკვლევარებმა გასულ წელს მხოლოდ ფეისბუქის ფოტოების გამოყენებით შეძლეს ადამიანის სახის 3D ვირტუალური მოდელის შექმნა, რომელმაც 5 სხვადასხვა სახის ამომცნობი აპლიკაციის კომპრომეტირება შეძლო. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი ღია მონაცემის საფუძველზე შექმნილ ტექნოლოგიას ჩვენს ტელეფონში დაცული საიდუმლოებები არ უნდა ვანდოთ.
“ეს იგივეა პაროლად სიტყვა „პაროლი“ რომ დააყენოთ და შემდეგ შუბლზე ამოისვირინგოთ”, – ამბობს დენ ტენტლერი, Phobos Group-ის მკვლევარი.

Apple კი აცხადებს, რომ Face ID-ს “მოტყუება” ასეთი მარტივი არ იქნება. კომპანია იყენებს ტექნოლოგიას, სახელწოდებით TrueDepth, რომელიც მომხმარებლის სახეს სინათლის 30 000 წერტილისგან შექმნილ ბადედ აღიქვამს და 3D მათემატიკურ მოდელს ქმნის. როგორც პრეზენტაციაზე Apple-ის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, იმის ალბათობა, რომ ვინმემ შემთხვევით შეძლოს თქვენი ტელეფონის გახსნა, მილიონში ერთია.

შეგახსენებთ, რომ კომპანიამ მომხმარებელს ერთდროულად 2 მოდელი და რამდენიმე სიახლე წარუდგინა. მათგან ერთ-ერთი Face ID – მფლობელის იდენტიფიცირების ტექნოლოგიაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები