LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი კამპანია – „ ნუ მოჭრი – მორთე “ დაიწყო

46

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, ახალი კამპანია – „ ნუ მოჭრი – მორთე “ დაიწყო.
კამპანია ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრის პრევენციას ითვალისწინებს. სამინისტროს ინიციატივას კერძო კომპანიები შეუერთდნენ.
დღეს კომპანია ”ჯეოსელის” მიმდებარე ტერიტორიაზე წიწვოვანი ხე კომპანიის თანამშრომლებმა მორთეს.
კამპანიას უკვე შეუერთდა 10 კერძო კომპანია, რომლებიც წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე მდებარე ნაძვის ხეებს საახალწლოდ გააფორმებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები