LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი კომპლექსი და საბაგირო, რომელიც მწვანე კონცხს შავ ზღვასთან დააკავშირებს

138

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი მწვანე კონცხზე  ხუთ ვარსკვლავიან სამკურნალო-გამაჯანსაღებელ სასტუმრო კომპლექს აშენებს.

პროექტი საბაგირო გზით მწვანე კონცხსა და შავი ზღვის სანაპიროს დააკავშირებს. ის მოიცავს ყველა იმ ატრიბუტს, რაც უმაღლესი დონის საერთაშორისო სამკურნალო-გამაჯანსაღებელ ცენტრებს ახასიათებს.

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის განცხადებით, პროექტის ფარგლებში აღდგება საბაგირო, რომელიც 25 წელზე მეტია აღარ ფუნქციონირებს.

“25 წელია მწვანე კონცხზე 80-იან წლებში მოწყობილი ღია სავარძლიანი საბაგირო გზა დანგრეულია და აღარ ფუნქციონირებს. კომპლექსის ფარგლებში,  უმაღლესი სტანდარტის გერმანული კომპანია, დოპელმაიერის მიერ მოეწყობა ახალი, საზოგადოებრივი დანიშნულების საბაგირო გზა, რომლის გამტარობაც დღეში 5000 ადამიანი იქნება და ნებისმიერი მსურველი ზღვიდან, რამდენიმე წუთში აღმოჩნდება მწვანე კონცხზე. საბაგიროს განვითარების ფარგლებში ქვედა სადგურის მიმდებარედ მოეწყობა კაფე-რესტორანი და საცუარაო აუზი”, – განაცხადეს ფონდში.

სასტუმრო კომპლექსში იფუნქციონირებს, სხვადასხვა კატეგორიის 250მდე ოთახი, ღია და დახურული აუზები, ფეხბურთის, ჩოგბურთისა და კალათბურთის მოედნები, ბავშვთა გასართობი ცენტრი და კინო-თეატრი. ამას გარდა სასტუმრო  უმასპინძლებს ნებისმიერი ფორმატის საერთაშორისო კონფერენციას.

სასტუმროს მთელს ტერიტორიაზე მოეწყობა შესაბამისი  ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

სამკურნალო-გამჯანსაღებელი კომპლექსი, დამსვენებლებს წელიწადის ნებისმიერ დროს მოემსახურება, რაც თავის მხრივ ინტენსიური ტურიზმის  განვითარებას შეუწყობს ხელს.

პროექტისთვის საჭირო მიწის ფართობი კომპანიამ საბაზრო ფასად შეიძინა, კომპლექსის მიმდებარე სანაპირო ზოლი, როგორც დაგეგმილი იყო, იქნება ღია და საზოგადოებრივი დანიშნულების.

ტურიზმის განვითარების ფონდის ყველა სხვა პროექტის ანალოგიურად, მწვანე კონცხის პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი რესურსებისა და უპირატესობების განვითარებას და მას ახალ მიზიდულობის ცენტრად აქცევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები