LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი კუპიურა ქვეყანას წინ წასწევს

160

შვეიცარიაში 20 ფრანკის აღმნიშვნელი ახალი კუპიურა გამოუშვეს. ახალი ბანკნოტის შემქმნელებმა ძველი დიზაინი და ფერები მაქსიმალურად შეინარჩუნეს და ამასთან ერთად მისი გაყალბება ბევრად უფრო რთული გახადეს.
გამოცემა „swiss info”-ს ცნობით, ახალი 20 ფრანკიანი ბრუნვაში 17 მაისიდან ჩაეშვება ძველი კუპიურების ამოღება კი ეტაპობრივად მოხდება.
ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ახალი კუპიურა შვეიცარიას ბევრად უფრო თანამედროვე, კრეატიულ, გამომგონებელ და ტექნიკურად დაწინაურებულ ქვეყანად წარმოაჩენს. შეგახსენებთ, რომ 20 ფრანკიანზე შვეიცარიელი კომპოზიტორი არტურ ჰონეგერია გამოსახული და ის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად კუპიურად მიიჩნევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები