LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ლარა კროფტი: ალისია ვიკანდერი ანჯელინა ჯოლის წინააღმდეგ (ფოტო)

573

ლარა კროფტის შესახებ გადაღებული ახალი ფილმის პრემიერამდე სულ ცოტა დრო რჩება. მძაფრსიუჟეტიანი კინოსურათის, Tomb Raider-ის მსოფლიო პრემიერა 16 მარტსაა დაგეგმილი და მასში მთავარ როლს ალისია ვიკანდერი ასრულებს. კინოკომპანია Warner Bros-მა ფილმიდნ პირველი პოსტერი გაავრცელა, სადაც ვიკანდერი შეუდარებელ ფორმაშია. 29 წლის ოსკაროსანი მსახიობი ერთდროულად სექსუალური და ძლიერი ქალის ამპლუაში გვევლინება. შეგახსენებთ, რომ ლარა კროფტის როლს აქამდე ანჯელინა ჯოლი ასრულებდა. ამდენად ალისია ვიკანდერის გამოჩენამ ამ როლში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

პოპულარულ ინტერნეტთამაშზე გადაღებულმა პირველმა ფილმმა ანჯელინა ჯოლის სექსსიმბოლოს სტატუსი მიანიჭა. ფილმის შემქმნელები ამბობენ, რომ ალისია ვიკანდერი თავად იყო ლარა კროფტის ფანი და არჩევანიც მასზე ამ პრინციპით გაკეთდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები