LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ლურჯი ავტობუსები, რომელიც უკვე ჩამოყვანილია, ექსპლუატაციაში 20 ივლისიდან შევა

532

ახალი ლურჯი ავტობუსები, რომელიც საქართველოში ჩამოსულია, თუმცა ექსპლუატაციაში არ შესულა, თბილისელებს 20 ივლისიდან მოემსახურებიან. ამის შესახებ “ფეისბუქზე” თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე წერს.

ის სიცრუეს უწოდებს “რუსთავი 2″-ის მიერ გავცელებულ ინფორმაციას, რომ 100-ზე მეტი ავტობუსის ექსპლუატაციაში ამ დრომდე არგაშვება დედაქალაქის მთავრობის ბრალია, რომელმაც 12 მილიონი ლარი გამოყო ბიუჯეტიდან და ამის მიუხედავად ამ დრომდე არ აშენებულა ტექნიკური ცენტრი, სადაც რამდენიმე თვის წინ შეძენილი ავტობუსების მომსახურება და ბუნებრივი აირით გამართვა მოხდება.”

“თბილისის მერიამ დონორებთან მუშაობა 2015 წლის აპრილიდან დაიწყო ავტობუსების ჩანაცვლების პროექტზე, შეთანხმება 2015 წლის დეკემბერში მოხდა, 2016 წლის აპრილში გამარჯვებული – გერმანული კომპანია MAN გამოვლინდა. პირველი 10 ავტობუსი თბილისის მერიამ 2016 წლის სექტემბერში მიიღო, შემდეგი 133 ეტაპობრივად, 2016 წლის ნოემბერ–დეკემბერში და 2017 წლის თებერვალ – მაისში. 40–ზე მეტი ავტობუსი უკვე სხვადასხვა ხაზებზე ემსახურება თბილისელებს. დარჩენილი რაოდენობა 20 ივლისიდან ახალი ავტობაზის ექსპულატაციაში შესვლის შემდეგ განთავსდება სხვადასხვა მარშრუტებზე. პროცესი მიმდინარეობს ისე როგორც იყო დაგეგმილი და რასაც ითვალისწინებდა გერმანული კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ავტობუსების მოწოდებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ავტობაზას, შენებლობა 2016 წლის ზაფხულის ბოლოდან დაიწყო, მშენებლობა მოიცავს დიდ დიღომში 6 ჰექტარ ტერიტორიაზე 377 ავტობუსზე გათვლილი სადგომის, თანამედროვე ტექნოლოგიების სამრეცხაოს, გაზგასამართი სადგურის, MAN–ის ავტორიზებული სარემონტო სივრცის, თანამედროვე ადმინისტრაციული შენობის მოწყობის სამუშაოებს. ამ დროისათვის მშენებლობის პროცესი პრაქტიკულად დასრულებულია. მიმდინარეობს კომუნიკაციების დაერთების და ბაზის აღჭურვის პროცესი, ბაზის გახსნა 17 ივლისიდან არის დაგეგმილი. თანამედროვე ავტობუსების ბაზის მშენებლობა 70–იანი წლების შემდეგ პირველი მასშტაბური პროექტია თბილისში. ამ შემთხვევაშიც პროცესი დაგეგმილი გეგმა–გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს,” – წერს ლექვინაძე.

“კურიერის” ინფორმაციით, გეგმის შესრულებამდე გერმანიაში ნაყიდი ავტობუსები სხვადასხვა სადგომზე უმოქმედოდ დგას და დიდ დიღომში მიმდინარე  ტექნიკურ ცენტრის მშენებლობის დასრულებას ელოდება.

 

როდიდან და რა მარშრუტებზე გამოჩნდება MAN-ის 98 ახალი ავტობუსი?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები