LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი მეტრო თბილისში მომავალ კვირას გაიხსნება

267

ახალი მეტროსადგური “უნივერსიტეტი” 16 ოქტომბერს გაიხსნება.

როგორც “ფორტუნას” მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილემ ჯუანშერ ბურჭულაძემ განუცხადა, თარიღი საბოლოოა და აღარ შეიცვლება.

მეტროსადგურ უნივერსიტეტის  სარემონტო სამუშაოები 21 ივლისს დასრულდა, მას შემდეგ ტესტირების რეჟიმი მიმდინარეობს.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა აზიის განვითარების ბანკის კრედიტით განახორციელა და მისი ღირებულება 83 მილიონი ლარია.

თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა წლების განმავლობაში დაკონსერვებული პროექტი იყო. იმის მიუხედავად, რომ გვირაბები თითქმის ოცი წელია, გაყვანილია ტერიტორიაზე, მეტროს სადგურის მოწყობა აქამდე ვერ მოხერხდა.

თბილისის მეტროპოლიტენის ბოლო სადგური 2000 წელს გაიხსნა. ამჟამად თბილისში 22 მეტროსადგური ფუნქციონირებს, რომელიც 2 ხაზზეა განლაგებული — ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზი. მეტროპოლიტენის ხაზების საერთო სიგრძე 56 კილომეტრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები