LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი მოდა ქართველ მომღერლებს შორის – საკუთარი დიზაინით სამოსის შექმნა

484

საქართველოში მხოლოდ მომღერლობით თავის შენახვა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ბევრი შემსრულებელი თავს სხვადასხვა პროფესიაში ამ მიზეზით სინჯავს, ზოგს კი ფინანსური პრობლემა ნაკლებად უდგას, უბრალოდ, კიდევ ერთ სფეროში საკუთარი თავის გამოცდის წინააღმდეგი არ არის.

ბოლო დროს ქართველ მომღერლებს შორის ახალი მოდა გამოიკვეთა – რამდენიმე მათგანმა საკუთარი თავი დაიზაინის კუთხით გამოსცადა, ზოგი შლაპების დიზანს ქმნის, ზოგი თეთრეულის, ზოგიც – შარფების. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს.

კახაბერი –  კახა ცისკარიძემ ახლახან ჩამოაყალიბა საკუთარი ბრენდი, რომელიც ყაბალახებს, შარვლებსა და მაისურებს უშვებს, შესაბამისი ლოგოტიპით დატვირთულს, ასევე შარფებს. მისი პროდუქციის ფასები საშუალოა. მომხმარებელს ახალი ბრენდი პირველ აპრილს გააცნეს, ერთ-ერთ სასტუმროში, ორ სართულზე დიდი პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც კახაბერის დიდი სანაცნობო წრე დაესწრო და მისი მასიურებიც აქტიურად მოირგეს. თავად კახა ამბობს, რომ ეს მისი საქმიანობის კიდევ ახალი მიმართულებაა. საკუთარ ნამუშევრებში საკუთარი კუთხის სამოსის მოტივებიც ჩააქსოვა.

ნინო ჩხეიძე – ნინოს დამოკიდებულება მოდის მიმართ დიდი ხანია, ცნობილია. მომღერალი პარიზში „შანელის“ ბუტიკის ექსკლუზიური მომხმარებელია. ამ ბრენდს ყველაზე დიდ უპირატესობას ანიჭებს, თუმცა მსოფლიო ბრენდებით მდიდარი გარდერობი აქვს. ძალიან უყვარს ქუდები და ახლახან, ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში, თავისი დიზაინით შექმნილი ქუდები დაინტერესებულ მაყურებელს აჩვენა. ქუდების დიზაინზე თავად მუშაობს, ერთი ნანუკას აჩუქა, ერთიც, შორენა ბეგაშვილს, რომელმაც ახალი საქმიანობა ნინოს ძალიან მოუწონა. ნინო ჩხეიძეს აქამდე აქსესუარების დამზადებაც უცდია საკუთარი დიზაინით და საკმაოდ ლამაზი ნამუშევრები აქვს.

ნინა წკრიალაშვილი – ნინამ მეგობარ ნელიკო ნაჭყებიასთან ერთად, ნელიკოს უცხოელი მეუღლის ფინანსური თანადგომით, ახალი ბრენდი დააარსა, რომელიც თეთრეულის შექმნაზეა ორიენტირებული. ერთ-ერთ შოუში ინტერვიუსას ნინამ და ნელიკომ მაყურებელს თავისი მაღაზიაც ანახეს, სადაც სხვადასხვა ნამუშევარი ჰქონდათ გამოფენილი.

მარკუს მეტრეველი – ექსტრავაგანტური იმიჯის მქონე მომღერალმა ახლახან საკუთარი ბრენდი დააარსა, რომელიც არა მხოლოდ ქალბატონების, არამედ მამაკაცების სამოსზეც იმუშავებს. კოსტიუმები უკვე შექმნილია და როგორც მარკუსი ამბობს, რამდენიმე ნამუშევარი უკვე გაიყიდა კიდეც.

ქრისტინე იმედაძე – ქრისტინე საკუთარ თავს მუდმივად სინჯავს ახალ ამპლუაში. რამდენიმე წლის წინ ტელეწამყვანობა დაიწყო და „შუა დღის“ ეთერში რუბრიკა მიჰყავს, მცირე ხნის წინ კი მანაც საკუთარი ბრენდის ქვეშ სამოსის გამოშვება დაიწყო. ჯერ სპორტული ხაზი გააკეთა, შემდეგ კი კლასიკური სამოსის შეკერვაც დაიწყო. საკუთარ სამოსს თავად არეკლამებს, ზოგჯერ კი ცნობილ მეგობრებს მიმართავს ხოლმე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები