LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ორგანიზაცია მწარმოებელთა უფლებების დასაცავად

90

”საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია” 11 აპრილს საკუთარი პროგრამის პრეზენტაციას გამართვას. ფედერაცია ქართულმა კომპანიებმა დააფუძნეს, რომელის ძირითადი მიზანი ადგილობრივი წარმოების განვითარებაა.

როგორც ”ფორტუნას” ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განუცხადა, ორგანიზაციის საპროგრამო ნაწილებია: ადგილობრივი წარმოების განვითარება, იმპორტის ჩანაცვლება, ექსპორტის წახალისება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, კონკურენტული გარემოს შექმნა.

მისი თქმით, ამ მიზნების განსახორციელებლად აუცილებელია საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება და ანტიდემპინგური კანონის დროულად მიღება.

”ქართულ ბაზრაზე, ყველა ადგილობრივ მწარმოებელს უნდა მიეცეს საშუალება, რომ იმპორტთან სწორი კონკურენციის პირობები ჩამოყალიბდეს. ანტიდემპინგური კანონის მიღების ვალდებულება ჩვენ ქვეყანას აღებული აქვს ჯერ კიდევ 13 წლის წინ, როცა სასურსათო ორგნიზაციაში შევედით და ახლა, როცა ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, შეგვახსენეს, ჩვენ ეს ვალდებულება. ამას დიდი ხანია ელოდება ქართული ბიზნესი. ეს ყველფერი უნდა მივიტანოთ მთავრობასთან და დამაყაროთ სწორი კომუნიკაცია” – განუცხადა ”ფორტუნას” სილაგავამ.

მისივე თქმით, საქართველოში პროდუქციის 80% იმპორტირებულია, ადგილობრივი წარმოება კი 20%-ს შეადგენს.

”ჩვენი ამოცანაა, რომ ეს პროცენტულება შევცვალოთ ადგილობრივი წარმოების სასარგებლოდ, სწორი კონკურენციის პირობებში. დღეს საქართველოში ბიზნესის თითქმის ყველა სფეროს აწუხებს დემპინგი და ის პროდუქცია, რომელიც იმპორტის სახით შემოდის დაბალ ფასად. ჩვენ არ ვითხოვთ სასათბურე პირობებს, ჩვენ ვითხოვთ თანაბარ კონკურენციას. რაც საბოლოო ჯამში ავითარებს წარმობებს, ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს და აძლიერებს ეკონომიკას” – აღნიშნა ლევან სილაგავამ.

პოპულალურები