LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ქართული ავიაკომპანია რომისკენ პირდაპირ ფრენას იწყებს

100

Myway Airlines ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს –  ახალი ქართული ავიაკომპანია 28 ოქტომბრიდან პირდაპირი რეისების შესრულებას თბილისიდან იტალიის დედაქალაქის მიმართულებით იწყებს. ავიაკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეისები კვირაში ორჯერ, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.

როგორც Myway Airlines -ში აცხადებენ, ცალმხრივი ბილეთის ღირებულება 320 ლარიდან დაიწყება, ორი გზა კი -633 ლარიდან.

აღსანიშნავია, რომ 28 ოქტომბრიდანვე Myway Airlines კიდევ ერთ მიმართულებას ამატებს – ავიაკომპანია პირდაპირ რეისებს თბილისიდან უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტის მიმართულებითაც შეასრულებს. რეგულარული ფრენები ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორჯერ ხუთშაბათს და კვირას განხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები