LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი რეკორდი: გოლი 50 წლის ასაკში (ვიდეო)

72

ყველაზე ასაკოვანმა ფეხბურთელმა კაძუიოსი მიურამ რეკორდი განაახლა: მან გოლი 50 წლის ასაკში გაიტანა.
„იოკოჰამას“ თავდამსხმელმა თავი იაპონიის მეორე დივიზიონის მესამე ტურის მატჩში გამოიჩინა და გუნდს „კუსაცუასთან“ მოაგებინა. მიურამ ზუსტი დარტყმა 50 წლის და 14 დღის ასაკში შეასრულა და ამით საკუთარი რეკორდი განაახლა: ბოლოს ყველაზე ასაკოვანმა ფეხბურთელმა გოლი 2016 წლის აგვისტოში გაიტანა, როდესაც ის 49 წლის, 5 თვის და 12 დღის იყო.

მიურა ფეხბურთს 1986 წლიდან თამაშობს.
მიურას ანგარიშზე „იოკოჰამას“ რიგებში 232 მატჩი და 24 გოლია.
ფორვარდს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აქვს.

 

https://www.youtube.com/watch?v=EHhxJQ7ffHY

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები