LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი სახელმძღვანელოები მწვანე ვაშლის ნაცვლად – რა სიახლეებია ახალ სასწავლო წელს [ვიდეო]

2018-2019 სასწავლო წლისთვის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დაინერგა, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლის დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს სიახლეები დახვდათ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე I-VI კლასებში სრულიად განახლებული სახელმძღვანელოებია. მიუხედავად იმისა, რომ წიგნების გრიფირების პროცესში სამინისტროსა და გამომცემლებს შორის დაპირისპირება, აზრთა სხვადსხვაობა და უთანხმოება იყო, მოსწავლეებს 17 სექტემბერს წიგნები მერხებზე მაინც დახვდათ.

ახალი სახელმძღვანელოების გარდა, კიდევ მცირედი ცვლილებაა საგაკვეთილო საათებში, მეხუთე კლასში სკოლამ მოსწავლეს ორი უცხოური ენა უნდა შესთავაზოს.

 

ქეთი გიგოლაშვილი