LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება დღეს ან ხვალ მოხდება – ირაკლი კობახიძე

26

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, განცხადებით, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება დღეს ან ხვალ მოხდება.

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ხელმოწერების შეგროვება დასრულებულია და ხუთშაბათს საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია შეიქმნება. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ კონსტიტუციის შინაარსთან დაკავშირებით დისკუსიები დასრულებულია და ცვლილებები მხოლოდ ვენეციის კომისიასთან შეთანხმებულ ოთხ საკითხს შეეხება.

საქმე ეხება მხოლოდ ოთხ საკითხს, რაზეც შევთანხმდით ვენეციის კომისიასთანსაუბარია ბონუსის სისტემის გაუქმებაზე; ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე; ზუსტდება რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებით ჩანაწერი და ზუსტდება ჩანაწერი, რომელიც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს არჩევნებთან დაკავშირებითეს არის ოთხი ცვლილება, რომელიც შევა კონსტიტუციაში. ამისათვის, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გააგრძელებს მუშაობას, რის შემდეგაც დაიწყება საპარლამენტო განხილვები. ჩვენ დეკემბერში გვექნება ორი მოსმენა, ხოლო მარტშიმესამე მოსმენა. კონსულტაციები კონსტიტუციასთან დაკავშირებით არის დასრულებული, გვაქვს კონკრეტული შეთანხმება ვენეციის კომისიასთან, რომლის აღსრულებასაც უზრუნველყოფს პარლამენტი, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები