LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი სისტემა საქმეს გვირთულებს: საქართველოს ნაკრებმა გადამწყვეტი მატჩებისთვის მზადება დაიწყო (ვიდეო)

89

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებისთვის ემზადება. ილიას ზუროსის გაწვრთნილ ჩვენს ნაკრებს პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო 2 საშინაო მატჩი დარჩა გასამართი: 29 ივნისს სერბეთთან და 2 ივლისს – ავსტრიასთან.

ზუროსმა ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში 22 კალათბურთელი შეიყვანა. 11 ივნისიდან ნაკრები „დინამოს“ ბაზაზე 16 კალათბურთელით ვარჯიშობდა, ახლა კი გუნდს ლეგიონერები – გიორგი შერმადინი და გოგა ბითაძე შეუერთდნენ.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მოსამზადებლად ორ საკონტროლო შეხვედრას ჩეხეთის ნაკრებთან 22 და 23 ივნისს – პრაღაში გამართავს. პირველ შეხვედრას ჩეხეთის ცენტრალური ტელევიზია უჩვენებს, ხოლო მეორე მატჩი დახურული ხასიათის იქნება.

ჩეხეთთან დაგეგმილ მატჩებეს ილიას ზუროსი ძირითადად ახალგაზრდებისა და ახალი ამერიკელი კალათბურთელის – ტედ მაკფადენის გამოსაცდელად, გუნდთან მათ შესათამაშებლად გამოიყენებს.

25 ივნისს თბილისში დაბრუნებულ საქართველოს ნაკრებს კიდევ ორი ლეგიონერი – თორნიკე შენგელია და მანუჩარ მარკოიშვილი შეუერთდებიან.

 

ილიას ზუროსი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

– დიდი ხანი არაა, რაც გუნდი ერთად ვარჯიშობს. აქამდეც ვამბობდი, რომ მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპის ახალი სისტემა ძალიან ართულებს საქმეს, არ გვაქვს დრო სრულყოფილად სამუშაოდ.

– სასიამოვნოა, რომ გუნდში ბევრი ახალგაზრდაა. ისინი ნაკრებს ნელ-ნელა უშინაურდებიან და ჩეხეთთან მატჩებში კარგი შანსი გვექნება მათი გამოცდის. ახალგაზრდების გარდა გვყავს ახალი ნატურალიზებული ამერიკელი –მაკფადენი, რომლისთვისაც საარგებლო უნდა იყოს ჩეხეთთან შეხვედრები. სწორედ პრაღაში უნდა გადადგას პირველი ნაბიჯები გუნდთან ადაპტაციის საქმეში.

– მაკფადენზე ვერაფერს ვიტყვი. მხოლოდ ვხედავ, რომ ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება, არ გვინახავს მისი თამაში საქართველოს ნაკრებში. ჩეხეთთან მატჩებისას კი მასაც ესნქბე გუნდთან შეთამაშების საშუალება და უკეთ დავინახავთ, ოფიციალურ მატჩებში რა უნდა ველოდეთ მაკფადენისგან.

– ჩეხეთთან ვერ ითამაშებენ მანუჩარ მარკოიშვილი და თორნიკე შენგელია. ისინი გუნდს ჯერ ვერ შემოუერთდნენ. თუმცა მათ უკვე იციან ჩემი სისტემა და დიდი იმედი მაქვს სერბეთთან და ავსტრიასთან მატჩებში.

– გვყავს ახალგაზრდა სანდრო მამუკელაშვილი. იგი დიდი პოტენციალის მქონე ახალგაზრდაა, სჭირდება ბევრი მუშაობა, უნდა კარგად შეისწავლოს, როგორ ვთამაშობთ, რას ვითხოვ. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ თითოეული კალათბურთელი მონდომებულია, ბევრს ვარჯიშობს. მათი საქმისადმი მიდგომით კმაყოფილი ვარ. თუმცა გვჭირდება დრო შესათამაშებლად.

– ალბათ, გესმით რასაც ვგულისხმობ: როდესაც მანუჩარ მარკოიშვილი და თორნიკე შენგელია ჩამოვლენ, მოუწევთ რამდენიმე ისეთი კალათბურთელის გვერდით დადგომა, რომლებთანაც მანამდე არ უთამაშიათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები