LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი თბილი ფოტო ბექჰემების საოჯახო არქივიდან

165

ბრუკლინ ბექჰემი, რომელიც ნიუ-იორკში ფოტოგრაფიის ხელოვნებას ეუფლება, მშობლების მოსანახულებლად ლონდონში ჩაფრინდა. დამწყებმა ფოტოგრაფმა, რომელიც მალე Spice Girls-ის მუსიკალურ ტურნეს გადაიღებს, არდადეგები ოჯახის წევრებთან ერთად გაატარა. „ინსტაგრამზე“ კი დასთან, 6 წლის ჰარპერთან გადაღებული ფოტო გააზიარა. სურათიდან ჩანს, რომ უფორსი და უმცროსი ბექჰემები წვიამინ ლონდოში ხელჩაკიდებულები სეირნობენ. და-ძმას თბილი ქურთუკები და მაღალყელიანი ბოტები აცვია.

მალევე სოციალურ ქსელში ბრუკლინთან გადაღებული ახალი ფოტო დევიდ ბექჰემმაც გააზიარა. თავად ბრუკლინი ლონდონში ბებიასთან, დაბადების დღის აღსანიშნავად ჩავიდა, მოგვიანებით კი, ვიქტორია ბექჰემს დედის დღე მიულოცა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები