LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ვალდებულება დეველოპერებს: უძრავი ქონების ფასი ლარში განთავსდება

89

დეველოპერული კომპანია ვალდებული იქნება, უძრავი ქონების ფასი ეროვნულ ვალუტაში მიუთითოს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე უძრავი ქონების ფასის რეკლამირება ხდება დოლარით, რაც თავისთავად ეკონომიკური შინაარსით არასწორია.

“გარდა ამისა, პირველადი მშენებლობის ხარჯის უმეტესი ნაწილი არის ეროვნული ვალუტით, აქედან გამომდინარე, ეს არასწორი პრაქტიკაა. თუ უძრავი ქონების ფასდადება იქნება ლარით, ეს გაზრდის პროგნოზირებადობას, შეამცირებას ამ ბიზნესში პრობლემებს და რისკებს. მრავალმა ქვეყანამ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება და საბოლოო ჯამში აისახა იმაში, რომ მოსახლეობამ დაივიწყა უძრავი ქონების ფასები დოლარით და გადაერთო ადგილობრივ ვალუტაზე”, – განმარტა მესტვირიშვილმა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ დეველოპერული კომპანია ვალდებული იქნება ფასი მიუთითოს ლარით, თუმცა, ამავე დროს ის არ იზღუდება, თუ მას სურვილი ექნება, ფასი მიუთითოს დოლარით, ან სხვა ვალუტით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები