LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ვერსია: გარდაცვლილები დანის დარტყმის დროს ჩხუბის სხვა მონაწილეებმა გააკავეს

115

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შესახებ “რუსთავი 2” ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.

ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს, თუმცა არა მკვლელობის, არამედ თანამონაწილეობის მოტივით.

P.S.-ის ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევის დროს მოზარდების ნაწილი ჩხუბში უშუალოდ იყო ჩართული, მათ დანის დარტყმის დროს მსხვერპლები ადგილზე გააკავეს. გამოძიება ამ საკითხს სწავლობს.

შს მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებს, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ ამ საქმესთან შემხებლობაში მყოფ ნებისმიერ პირს შეიძლება, რომ სტატუსი შეეცვალოს.

სამართალდამცავებს ჯერ არ ამოუღიათ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

ოფიციალური ვერსიით, დაპირისპირება, რომელიც მკვლელობით დასრულდა, 51-ე სკოლის საპირფარეშოში დაიწყო. საქმის მასალების მიხედვით, ექვსი მეთერთმეტეკლასელი ამავე სკოლის მეცხრე კლასის ორ მოსწავლეს სკოლის საპირფარეშოში პნევმატური იარაღით დაემუქრა. ამ ინციდენტს გაგრძელება მეორე დღეს – 1 დეკემბერს მოჰყვა და სისხლიანი გარჩევით და ორი მოსწავლის მკვლელობით დასრულდა. დაკავებულია ერთი პირი, მეორე ბრალდებულს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.

ცოტა ხანის წინ, კომენტარი გააკეთა შს მინისტრმა. გიორგი გახარიას თქმით, დაიკითხა 150 პირი, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი, ძალიან ცოტამ გამოთქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები