LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი წელი პარტიული ღონისძიება არაა – “ენმ” “ქართული ოცნების” დაჯარიმებას ითხოვს

44

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა ლევან ხაბეიშვილმა და ივანე პეტრიაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს განცხადებით მიმართეს

ენმ ერთ-ერთ მთავარ ნაძვის ხეზე პარტიული ატრიბუტიკის გამოყენების გამო, “ქართული ოცნების” დაჯარიმებას ითხოვს.

“ქართულმა ოცნებამ” და კახი კალაძემ უნდა იცოდნენ, რომ ახალი წელი პარტიული ღონისძიება არ არის. მათი საარჩევნო სლოგანები შეუძლიათ დაიტანონ პლაკატებზე და ბანერებზე და ახალი წელი პარტიული სლოგანებით არ მოგვილოცონ. ეს არის თბილისელების შეურაცხყოფა მარტივი მიზეზის გამო, ჩრდილოეთ კორეაში არ ვცხოვრობთ, რომ ერთნაირი ვარცხნილობით, ერთნაირად ჩაცმულები დავდიოდეთ და პარტიული სლოგანებით გვილოცავდნენ ახალ წელს,”– განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

პოპულალურები