LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ზელანდიის პრემიერი ელისაბედ მეორესთან შესახვედრად მაორის სამოსით მივიდა

223

ახალი ზელანდიის პრემიერმინისტრმა ჯესინდა არდერნმა გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორესთან შეხვედის დროს, ახალი ზელანდიის აბორიგენი მოსახლეობის, მაორის ტომის პატივსაცემად, ტრადიციული მოსასხამი ჩაიცვა.

მაორი – ახალი ზელანდიის აბორიგენი მოსახლებაა, რომლებიც ჩიტის ფრთებისგან დამზადებულ სამოსს სპეციალური ღონისძიებების დროს იცვამენ.

არდერნის ჩაცმულობამ ახალზელანდიელებს შორის აღფრთოვანება გამოიწვია.

2018 წლის იანვარში, ახალი ზელანდიის პრემიერმინსიტრმა ორსულობის შესახებ განაცხადა. როგორც არდერნმა განმარტა, ბავშვი ივნისში დაიბადება. 37 წლის პოლიტიკოსი ქალი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფება. მისი პარტნიორი კლარკ გეიფორდია.

ჯესინდა არდერნმი, 1856 წლის შემდეგ, ახალი ზელანდიის ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი გახდა. მან მემარცხენე-ცენტრისტული მთავრობა ჩამოაყალიბა. რაც შეეხება პირველ ქალს, რომელმაც პრემიერობისას ბავშვი გააჩინა, ეს 1990 წელს პაკისტანის პრემიერმინისტრი ბენაზირ ბუტო იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები