LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალქალაქში 37 წლის ქალი და მისი სამი შვილი გარდაცვლილი იპოვეს

42

ახალქალაქში, სოფელ ვაჩიანში 37 წლის ქალი და მისი სამი შვილი დაღუპულები ნახეს.“რუსთავი 2“-ის ინფორმაციით,  ბავშვების ასაკი 5, 16 და 18 წელია. სახლში მხოლოდ ქალი და მისი შვილები ცხოვრობდნენ, ოჯახის უფროსი კი რუსეთში სამუშაოდ იმყოფება.

მომხდარის მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია. ცხედრები ნინოწმინდის რაიონული ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც გვამებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა, ცხედრები მეზობლებმა გუშინ შემთხვევით აღმოაჩინეს.

დედასა და უფროს გოგონებს სავარაუდოდ თავის არეში აქვთ ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული. უმცროსი, 5 წლის ბიჭი კი გაგუდულია. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

მომხდართან დაკავშირებით შსს-ში დეტალებზე არ საუბრობენ.  როგორც „ფორტუნას“ უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში)  მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები