LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალთახალი ავტომობილი, სწავლა დიდ ბრიტანეთში ან 25 000 ლარი: თავად შეარჩიეთ

42

10 აპრილს პსპ-ში ბარათის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით საიუბილეო გათამაშება დაიწყო. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, 10 წელია მომხმარებელი პსპ-ს ბარათზე ღიმილებს აგროვებს, ირჩევს საჩუქრებს მუდმივად განახლებადი კატალოგიდან და წამახალისებელ გათამაშებებში მონაწილეობს. მათივე ცნობით, წელს ბარათმა დამატებით ფასდაკლების ფუნქციაც შეიძინა; ბარათის მფლობელი მომხმარებელი ყველა შენაძენზე დამატებით 6%-იან ფასდაკლებას იღებს, მიუხედავად ფასდაკლების დღეებისა (სამშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი).

როგორც კომპანიაში აცხადებენ, PSP მოხმარებელს გათამაშებაში ჩართვის კვლავაც უპრეცედენტო პირობას სთავაზობს. ყოველ დახარჯულ 10 ლარზე მომხმარებელი გათამაშების ერთ ბილეთს იღებს. თუ რომელ პროდუქტს შეიძენს მომხმარებელი ამას მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს მედიკამენტი, ფრანგული თუ ევროპული ხარისხის კოსმეტიკური საშუალებები, თუ საბავშვო პროდუქტები, რომელზეც პსპ-ში ყოველთვიურად სპეციალური აქციები იმართება.

”საიუბილეო პრიზები მომხმარებლის გამოკითხვის საფუძველზე შევარჩიეთ. ბინა საბურთალოზე და ხელფასი კვლავაც მოხმარებლის ყველაზე სასურველ პრიზად რჩება. საიუბილეო გათამაშებაში სიახლეც გვაქვს. ერთი პრიზი არჩევითი იქნება. გამარჯვებულს საშუალება მიეცემა თავად აირჩიოს მისთვის სასურველი პრიზი: ახალთახალი ავტომობილი ან სწავლა (ერთ სემესტრი) დიდ ბრიტანეთში ან 25000 ლარი. არჩევითი პრიზის შემთხვევაში აუცილებელია სატელეფონო ზარზე პასუხის გაცემა, რათა მომხმარებელმა თავად აირჩიოს პრიზი,“ – ახადებენ PSP-ში.

მათივე ინფორმაციით, PSP-ს საიუბილეო გათამაშება 14 სექტემბერს „რუსთავი 2-ის“ პირდაპირ ეთერში 18სთ-იანი „კურიერის“ დასრულების შემდეგ გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები