LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა ასე ჩანს: რეალს და ესპანეთს ვერასდროს ვერავინ ვერ აჯობებს

56

ჩემპიონთა ლიგა ისევ მადრიდის „რეალმა“ მოიგო. კიევის ფინალში ესპანურმა გრანდმა „ლივერპულს“ 3:1 მოუგო და მართლაც რომ ლეგენდარული და მიუღწეველი კლუბია. ევროპის მასშტაბით ამ გუნდის მჯობნი არავინაა.
მთლიანობაში კი ბოლო წლებში ესპანეთი ერთპიროვნულად და დიქტატორულად განაგებს ევროპას. ევროპული თასები ერთმანეთის მიყოლებით პირინეის ნახევარკუნძულისკენ იღებენ გეზს.
საინტერესო სარეკორდო სტატისტიკური მაჩვენებლები.

 

“სამეფო კლუბი“ ერთადერთია, რომელმაც ჩემპიონთა თასი/ ჩემპიონთა ლიგა 13-ჯერ მოიგო.
“რეალი“ ერთადერთი კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ 3-ჯერ გაიმარჯვა.
“რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა პირველმა ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

„რეალმა“ „ლივერპულის“ დამარცხებით ევროთასების მატჩებში 307-ე გამარჯვება მოიპოვა. ამით მადრიდული კლუბი რეკორდსმენი გახდა. „რეალმა“ გაასწრო „ბარსელონას“, რომელსაც ისტორიაში 306 თამაში აქვს მოგებული ევროპაში.

 

ევროპის სუპერთასს ისტორიაში პირველად გაითამაშებენ ერთი ქალაქის ორი გუნდი – „რეალი“ და „ატლეტიკო“ ერთმანეთს 15 აგვისტოს ტალინში შეხვდებიან.

 

მადრიდის „რეალმა“ ევროტურნირებზე ზედიზედ მე-9 ფინალი მოიგო.
ბოლოს „სამეფო კლუბმა“ გადამწყვეტი თამაში 1982/83 წლების სეზონში დათმო „აბერდინთან“ (თასების თასი). მას შემდეგ „რეალმა“ 7-ჯერ მოიგო ლიგა და 2-ჯერ უეფას თასი.

 

 

ესპანელებმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო 7 ფინალი მოიგეს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს.

 

 

ესპანურმა კლუბებმა მოიგეს 2017/18 წლების სეზონის ორივე ევროთასი.
„რეალმა“ ჩემპიონთა ლიგაზე გაიმარჯვა, მისმა თანაქალაქელმა „ატლეტიკომ“ კი ევროპალიგა მოიგო.

 

ესპანურმა კლუბებმა ბოლო 5 წელიწადში 9 ევროთასი მოიგეს. აქედან 5 ჩემპიონთა ლიგაა (რეალი – 4, ბარსელონა – 1), 4 წარმატება მოდის ევროპის ლიგაზე (სევილია – 3, ატლეტიკო – 1).

ინგლისურ კლუბებს კი ბოლო 5 წელიწადში 1 ტიტული აქვთ. „მანჩესტერმა“ გასულ წელს ევროპალიგა მოიგო. საინტერესოა, რომ სხვა ქვეყნოს წარმომადგენლები აღნიშნულ პერიოდში ევროთასების გამარჯვებულები არ გამხდარან.

ასევე ესპანური გუნდები ამ პერიოდში გახდნენ ევროპის სუპერთასის ყველა გათამაშების გამარჯვებულები.

 

ინგლისურმა კლუბმა ზედიზედ მე-7 ევროსათასო ფინალი დაუთმო ესპანურ გუნდს (4 ლიგაზე და სამი უეფას თასი/ევროპალიგაზე).

2006: სევილია – მიდლსბრო (4:0), უეფას თასი
2006: ბარსელონა – არსენალი (2:1), ჩემპიონთა ლიგა
2009: ბარსელონა – მანჩესტერ იუნაიტედი (2:0), ჩემპიონთა ლიგა
2010: ატლეტიკო» – ფულჰემი (2:1), ევროპის ლიგა
2011: ბარსელონა – მანჩესტერ იუნაიტედი (3:1), ჩემპიონთა ლიგა
2016: სევილია – ლივერული (3:1), ევროპის ლიგა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები