LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ახლა ნახეთ სოლოლაკიდან სამებამდე მუხლებზე ხოხვა”

92

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ეხმიანება.

“სეკულარიზმი არ გვინდაო როცა ამბობს პრემიერ-მინისტრი, ნუთუ ივანიშვილის იდეოლოგიური ხაზის წინააღმდეგ მიდის? თუ მოხდა ამ ათეისტი ოლიგარქის ტრანსფორმაცია? 
თუ მასეა, ახლა ნახეთ სოლოლაკიდან სამებამდე მუხლებზე ხოხვა, შესაწირები, კვირიკაშვილის მიერ კაზანტიპის დახურვისა არ იყოს, ყველა იმ ღონისძიების აკრძალვა, სადაც მოკლე კაბები შეიძლება ეცვათ. საცურაო კოსტუმებიან ანაკლიის ჯემფესტს მალევე რომ მიახურავს, ეს ისედაც ნათელია). მერე მთავრობას მისდგება და ყველას მოსთხოვს წვერების მოშვებას და თვითონაც გაწვერიანდება.  
ბოლოს შვიდ მილიარდს დაურიგებს მოსახლეობას, თითოს 1900 დოლარის ოდენობით და საარჩევნო დაპირებებიც შესრულებული ექნება ღვთისა და ერის წინაშე. 
ამინ!”, – წერს გოცირიძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ყაზბეგში სასტუმრო „სნოს“ გახნისას განაცხადა, რომ საქართველოში სეკულარიზმი, თავისი კლასიკური გაგებით, უადგილოა.

“რწმენას ჩვენი ერისთვის მხოლოდ რელიგიური დანიშნულება არ აქვს.  დღეს სახელმწიფო და ეკლესია დამოუკიდებელია”, – განაცხადა მან.

სეკულარიზმი რწმენის თავისუფლებას გულისხმობს. სეკულარიზმში საერო ცხოვრება, გამოყოფილია სასულიერო ცხოვრებისაგან. ამავდროულად, სეკულარიზმი გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფო ნეიტრალურია ყველა სარწმუნოების მიმართ და მეტიც სახელმწიფო არ უწევს ფინანსურ დახმარებას არც ერთ რელიგიას.

პოპულალურები