LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა რომ იარაღი მქონდეს, პირდაპირ გესროდი – დაპირისპირება სასამართლოს ეზოში

86

ახლა რომ მქონდეს იარაღი, პირდაპირ გესროდი, – ასე მიმართა ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ შს ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლოში ოქრუაშვილის დაკითხვა დასრულდა.

დაკითხვის შემდეგ ოქრუაშვილსა და რობაქიძეს შორის სასამართლოს ეზოში სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

“თქვენ შესაძლოა შინაგან საქმეთა მინისტრობიდან მალე გადახვედით თავდაცვის სამინისტროში, მაგრამ შენ და მიხეილ სააკაშვილი ერთი გუნდი იყავით. პატრულის სახის შენარჩუნებაზე „იჩალიჩეთ“ ყველამ. ნახევარი თქვენს ხელში არის დანიშნული, რამდენი ადამიანი უნდა მოკლან? იმდენი ადამიანი გააუბედურეს, შენც მოსაკლავი იქნები. მე ერთ რაღაცას გეკითხები: იარაღი ჩადებული იყო თუ არა?“, – მიმართა სოსო რობაქიძემ ირაკლი ოქრუაშვილს.

ოქრუაშვილმა რობაქიძეს განუცხადა, რომ იარაღს მისცემდა და კონკრეტული ადამიანისთვის, ვის გამოც შვილი დაეღუპა, პასუხი მოეთხოვა, რაზეც რობაქიძემ ირაკლი ოქრუაშვილს უთხრა, რომ სანამ ცოცხალია, ის ვერც ოპოზიციაში იქნება და ვერც მთავრობაში.

„ახლა რომ მქონდეს იარაღი, პირდაპირ გესროდი“, – განაცხადა რობაქიძემ.