LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა რონალდო: ტერორისტები მორიგ მსხვერპლს ირჩევენ

122

ნეიმარი, მესი, დეშამი ახლა კი კრიშტიანო რონალდო: ტერორისტები ცალკეულ ფეხბურთელებს და მთლიანად რუსეთს ემუქრებიან.

მუხლებზე მდგომი რონალდო და მის უკან დანით შეიარაღებული ტერორისტი. ასეთია ახალი პლაკატის შინაარსი, რომელიც ISIS-მ გამოუშვა. პლაკატზე არის წარწერა “ჩვენი სიტყვები ისაა, რასაც თქვენ ხედავთ და არა, ის რაც თქვენ გესმით. თქვენ უბრალოდ ელოდებით, ჩვენც ველოდებით”.

რონალდო პირველი ვარსკვლავი არ გახლავთ, რომლის მიმართაც მუქარის შემცვლელი პლაკატები გავრცელდა. ორი დღის წინ ტერორისტებმა “ალაჰის მტრად” დიდიე დეშამი შერაცხეს, ხოლო მანამდე მესის და ნეიმარის გამოსახულებიანი პლაკატები გამოუშვეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები