LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლა ვხვდები, ოქუაშვილს ჩანაწერების მედიაში ტირაჟირების გათვლა თავიდანვე ჰქონდა – ყიფიანის ჩვენება

81

ახლა ვხვდები, თუ რატომ ითხოვდა მეტ ხისტ ფორმულირებას და გვარების დასახელებას – ზაზა ოქუაშვილს თავიდანვე ჰქონდა გათვლა, რომ უნდა მომხდარიყო მედიაში ჩანაწერების ტირაჟირება,- ამის შესახებ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი მიცემულ ჩვენებაში საუბრობს, რომელსაც მთავარი პროკურატურა აქვეყნებს.

ყიფიანი ჩვენებაში ამბობს, რომ ქართველი მაყურებლისთვის გაცილებით სკანდალურია ხშირად გვარების ხსენება და ფაქტების სიმძაფრე, სწორედ ამიტომ ოქუაშვილმა მონტაჟის გზით დაამზადა მისთვის სასურველი ჩანაწერები.

„როგორც აღვნიშნე, ზაზა ოქუაშვილი ითხოვდა ხისტ ფორმულირებებს, გვარების ხშირად ხსენებას და ყველა სიტუაციაში, ხშირად კონტექსტიდან ამოგლეჯილად ახსენებდა სხვადასხვა გვარს და ითხოვდა ისინი მეც მეხსენებინა, რასაც მე ზედმიწევნით არ ვიმეორებდი, რადგან არ ვთვლიდი, რომ უცხოელი პარტნიორებისთვის გვარები დიდად ცნობილი იქნებოდა და ვთვლიდი, რომ უფრო დამაჯერებელი იქნებოდა თუკი აქცენტი ფაქტებზე გაკეთდებოდა და თუნდაც გვარის ერთხელ ხსენება საკმარისი იყო. რაზეც ზაზა არ მეთანხმებოდა და ზოგი ეპიზოდი ჩავწერეთ რამდენიმე დუბლად, რადგან ოქუაშვილი თვლიდა, რომ მე მაკლდა დამაჯერებლობა და კიდევ ვიმეორებ, მიწუნებდა არტისტიზმს. შესაბამისად, ვთვლი, რომ ჩვენი ჩანაწერები მას მაინც არ მოეწონა და მონტაჟის გზით კიდევ უფრო გაამძაფრა მისი შინაარსი.

“ახლა კი ვხვდები თუ რატომ ითხოვდა მეტ ხისტ ფორმულირებას და გვარების დასახელებას, რადგან მას თავიდანვე ჰქონდა გათვლა, რომ უნდა მომხდარიყო მედიაში მისი ტირაჟირება და ქართველი მაყურებლისთვის გაცილებით სკანდალურია ხშირად გვარების ხსენება და ფაქტების სიმძაფრე, სწორედ ამიტომ მოახდინა ზაზამ ინსცენირებული ჩანაწერების კიდევ დამატებითი მონტაჟი. ჩანაწერების დამზადების დროს რომ მოეთხოვა კიდევ უფრო გამძაფრება სიტუაციის, ეს ჩემში ეჭვებს აღძრავდა, რასაც ვფიქრობ იმ დროს მოერიდა და მონტაჟის გზით დაამზადა მისთვის სასურველი ჩანაწერები,“ – აცხადებს ყიფიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები