LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლადარჩეული მერები უფლებამოსილების განხორციელებას 12 ნოემბრიდან დაიწყებენ

86

21 ოქტომბრის თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების პირველი ტურის შედეგად 64-დან არჩეულია 58 მერი, რომლებიც უფლებამოსილების განხორციელებას 12 ნოემბრიდან დაიწყებენ (საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს). ზემოაღნიშნული 58 თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მოქმედი მერები და გამგებლები საკუთარ უფლებამოსილებას 11 ნოემბრის ჩათვლით ახორციელებენ.

თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს 6 საარჩევნო ოლქში გაიმართება. ამომრჩეველი აირჩევს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის და თვითმმართველი თემების: ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები