LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება

96

ახალი, მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირვეილ სხდომა ხვალ 12 საათზე გაიმართება, სხდომის დანიშვნის სამართლებრივ აქტს საქართველოს პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა.

“პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია რამდენიმე დღის განმავლობაში, ყველა მხარესთან კონსულტაციებს მართავდა, რის საფუძველზეც პრეზიდენტმა შესაბამისი განკარგულება დღეს გამოსცა,” – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.