LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლობლების ინფორმაციით, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული გოგონას მამინაცვლის სახელზე ბოლო შემაკავებელი ორდერი დღეს გაიცა

85

ბარნოვის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა გოგონას მამინაცვლის სახელზე ბოლო შემაკავებელი ორდერი დღეს გაიცა, რომელიც მას გარდაცვლილის დედასთან რაიმე ტიპის კომუნიკაციას უკრძალავდა.

გარდაცვლილის ახლობლების განცხადებით მამაკაცი მეუღლესთან დაშორების შემდეგ აგრესიული იყო როგორც ყოფილი მეუღლის, ისე მისი ქალიშვილის მიმართ და მათ დაშორებას სწორედ შვილს აბრალებდა. აღნიშნულის გამო გარდაცვლილის ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა სწორედ მამინაცვალს განეხორციელებინა. მეზობლები კი ამბობენ, რომ მკვლელობის შემდეგ გარდაცვლილის 6 წლის შვილი სწორედ მის სახელს ყვიროდა.

შს სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეჭვმიტანილის ვინაობა უკვე დადგენილია და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის სამძებრო სამუშაოები. ამ დროისთვის დაკითხვაზე იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ბარნოვის #77-ში მცხოვრებლები.

ბარნოვის #77-ში მკვლელობა დღეს საღამოს მოხდა. ყელის არეში მიყენებული ჭრილობით მოკლულია 22 წლის გოგო. მკვლელობა გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოხდა. გამოძიება 108–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები